საიდუმლო

  ორი ძაღლია, ერთი-წაბლისფერი, მეორე- ჭრელი. წაბლისფერი მსხვილია, გარუსული, ყურებდაჭრილი, კუდალა. ჭრელი- ბანჯგვლიანი, ცოტა ტანმომცრო, ძალიან ფიცხი. ორივენი მეურნეობის საღორეს ჰყარაულობდნენ. საღორის დიდი ეზო რკინის ბოძებითა და მავთულის ბადით არის შემოღობილი, ავივლი ჩემს საქმეზე, გამომიცვივდებიან ის ძაღლები, ჩამოვივლი-გამომიცვივდებიან. მიყეფენ, ზედ ასკდებიან მავთულის ბადეს, კბილებით ღრღნიან, მგონია ცოტა და გაღრღნიან, მეცემიან, ამიტომ, ყოველი შემთხვევისათვის, ხელკეტი მიჭირავს. … ვრცლად საიდუმლო